ჟურნალის შესახებ
ჟურნალი "არქეოლოგია" წარმოადგენს რეფერირებად სამეცნიერო გამოცემას, რომელიც ფოკუსირებულია არქეოლოგიისა და მომიჯნავე დისციპლინების აქტუალურ საკითხებზე და მიზნად ისახავს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კვლევების გავრცელებას აკადემიურ სივრცეში. ჟურნალი ყურადღებას უთმობს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში განხორცილებულ კვლევებს, თუმცა გამოცემა ღიაა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისათვის და ხელს უწყობს ინტერდისციპლინური მიდგომების განვითარებას.
ჟურნალი ფუნქციონირებს ორმაგი ბრმა რეცენზირების (double-blind peer review) პრინციპით, რაც უზრუნველყოფს წარმოდგენილი ნაშრომების აკადემიურ ხარისხსა და ობიექტურ შეფასებას. თითოეული სტატია შედასებას გადის დამოუკიდებელი სპეციალისტების მიერ, ხოლო სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება აკადემიური ეთიკისა და სამეცნიერო კეთილსინდისიერების სტანდარტებს. გამოცემა მხარს უჭერს ღია წვდომის (open access) პოლიტიკას, რის საფუძველზეც გამოქვეყნებული სტატიები ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვის ონლაინ პლატფორმაზე, რაც ხელს უწყობს ცოდნის თავისუფალ გავრცელებასა და ციტირების გაზრდას. ავტორები ინარჩუნებენ საავტორო უფლებებს საკუთარ ნაშრომებზე და სტატიები ქვეყნდება შესაბამისი ლიცენზიის პირობებით, რაც უზრუნველყოფს მათ კანონიერ გამოყენებას აკადემიური დანიშნულებით, სათანადო მითითებების საფუძველზე.
რედაქცია უზრუნველყოფს ავტორთა და რეცენზენტთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და რეცენზირების პროცესში წარმოდგენილი მასალების დაცვას. გამოცემა ასევე ზრუნავს გამოქვეყნებული მასალების გრძელვადიან შენახვაზე და ჩართულია საერთაშორისო ციფრულ საარქეივო სისტემებში, როგორიცაა LOCKSS და CLOCKSS, რაც უზრუნველყოფს სტატიების მუდმივ ხელმისაწვდომობასა და დაცულობას.
ჟურნალის მისიაა არქეოლოგიური კვლევების განვითარება, ახალგაზრდა მეცნიერთა და მკვლევართა მხარდაჭერა, ინოვაციური მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება. იგი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ერთიანდება ახალი მონაცემები, ანალიზები და თეორიული დისკუსიები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც რეგიონული ისე გლობალური არქეოლოგიური კვლევების პროგრესს.


