მასალების გაგზავნა

მასალების გასაგზავნად საჭიროა შესვლა, ან რეგისტრაცია.

მასალის გაგზავნის მომზადების საკონტროლო სია

გაგზავნის პროცესის ერთ-ერთი ეტაპი არის ავტორის მხრიდან მასალის შესაბამისობის შემოწმება ყველა შემდეგ პუნქტთან, მასალები შეიძლება უკან დაუბრუნდეს ავტორს, თუ ისინი არ შეესაბამება ამ მოთხოვნებს.
  • ენა:,,არქეოლოგია''-ში გამოსაქვეყნებელი სტატიები წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე, ინგლისურენოვანი რეზიუმით.
  • სიტყვების რაოდენობა: ,,არქეოლოგია"-ში წარმოდგენილი სტატიების სიტყვათა რაოდენობა, ცხრილებისა და დანართების ჩათვლით არ უნდა იყოს 3 000 - ზე ნაკლები და ამავე დროს, არ უნდა აღემატებოდეს 5 000.
  • აბსტრაქტი: სტატიის აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას.
  • საკვარძო სიტყვა: საკვანძო სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 სიტყვას.
  • . ფონტის ზომა და ტექსტის შრიფტი: ქართული ტექსტის ფონტი – Sylfaen; ინგლისური ტექსტის ფონტი – Times New Roman; რუსული ენის ფონტი– Sylfaen (ქვედა პანელზე არსებული Ru შრიფტით).
  • გვერდის ზოლები: დაშორება გვერდის ოთხივე მხარეს – 1 ინჩი. (2.54 სმ).
  • ქვეთავები: სტატიის ტექსტში ცალკეული თავების არსებობის შემთხვევაში, თავის დასახელება ტექსტის ძირითადი ნაწილისგან გამოყოფილი უნდა იყოს ,,Bold' - ით, 16 შრიფტით; ქვეთავების არსებობის შემთხვევაში კი ,,Italic''- ით, 12 ფონტით.
  • ტაბულები და ცხრილები: სტატიის ილუსტრაციები (ტაბულები) წარმოდგენილ უნდა იქნეს tif, jpeg ან bmp ფორმატით. ამავე დროს ერთი ტაბულის მოცულობა არ უნდა იყოს 1 MB -ზე ნაკლები, 3000 dpi გარჩევადობით.
  • სტატიის მიღების სტანდარტი: ,,არქეოლოგიაში'' დასაბეჭდად არ მიიღება ის სტატიები, რომლებიც უკვე გამოქვეყნებულია სხვა გამოცემებში ან/და გადაგზავნილია გამოსაცემად სხვა სამეცნიერო პლატფორმებზე
  • სტატიის სტილი: ჟურნალში დასაბეჭდად წარმოდგენილი სტატიები და ბიბლიოგრაფია მომზადებული უნდა იყოს APA სტილით.

ავტორის სახელმძღვანელო

   APA სტილის ზოგადი სტანდარტები

1. სტატიის სტრუქტურა – სათაური, ავტორის მონაცემები (სახელი და გვარი სრულად, სამეცნიერო დაწესებულება, თანამდებობა, იმეილის მისამართი), ტექსტი (შესაძლებელია დაიყოს პარაგრაფებად), გამოყენებული ლიტერატურა, ტაბულების აღწერილობა ცალ–ცალკე ქართულ და ინგლისურ ენებზე, რეზიუმე ინგლისურ ენაზე. სტატიის სიტყვების რაოდენობა ცხრილებისა და დანართების ჩათვლით, მინიმუმ 3000 და მაქსიმუმ 5000.

2. გვერდის ზომა – A4

3. დაშორება გვერდის ოთხივე მხარეს – 1 ინჩი.

4. ტექსტი გასწორებული უნდა იყოს ორივე მხარეს (Justify - Ctrl+J).

5. ფონტის ზომა – 11.

6. ქართული ტექსტის შრიფტი – Sylfaen; ინგლისურის – Times New Roman; რუსულის– Sylfaen (ქვედა პანელზე არსებული Ru შრიფტით).

7. აბზაცი – სტანდარტული ზომა (ხუთი სივრცული დაშორება). გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვწერთ რეზიუმეს, გამოყოფილ ციტირებებს, სათაურებს, შენიშვნებს, გამოსახულებებს.

8. 10 მდე რიცხვები წარმოადგინეთ სიტყვიერად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უთითებთ გამოსახულების ნომერს ან რიცხვს საზომი ერთეულის მითითებით), ხოლო 10–დან ზევით წარმოადგინეთ ნომერაციის სახით.

9. საზომი ერთეულების მითითების შემთხვევაში გამოიყენეთ მეტრი (მ.) სანტიმეტრი (სმ.), კილომეტრი (კმ.).

10. პირველად ხსენების დროს სიტყვიერად დაწერეთ რიცხვები.



               ციტირება / პერიფრაზირება ზოგადი მითითებები

1. მითითება კვადრატულ ფრჩხილებში.

2. ავტორის გვარი, სახელის ინიციალი და გამოცემის წელი მოინიშნება Bold ით.

3. ტექსტში არ გამოიყენება გვერდი ან მისი შემოკლება – გვ.

4. შემოკლება – გვ. გამოყენება მხოლოდ გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალში

5. გამოიყენება შემდეგი შემოკლებები: ტაბულა – ტაბ., სურათი – სურ., ნახატი – ნახ.

                                      მონოგრაფია

 1. ერთი ავტორის შემთხვევაში მიეთითება ავტორის გვარი, სახელის ინიციალი, წერტილი, გამოცემის წელი, ორწერტილი, ნაშრომის გვერდი, წერტილი, ილუსტრაციის ნომერი. მაგ.: [ჯაფარიძე ოთ. 1991: 173. სურ. 56] .

2. ორი ავტორის შემთხვევაში მიეთითება ორივე ავტორის გვარი გამოყოფილი მძიმით და შემდეგ გამოიყენება ზემოთხსენებული წესით გვერდების და ილუსტრაციების მითითებაზე. მაგ.: [მენაბდე მ., კიღურაძე თ. 1981: 60. ტაბ. XI.1] .

3. ორზე მეტი ავტორის შემთხვევაში მიეთითება პირველი ავტორის გვარი და შემდეგ: “და სხვა”1., გამოცემის წელი, ორწერტილი, ნაშრომის გვერდი, წერტილი, ილუსტრაციის ნომერი. მაგ.: [სადრაძე და სხვა. 2007: 21. ტაბ. VIII.4] .

პერიოდიკა (ჟურნალის/კრებულის სტატია)

1. ერთი ავტორის შემთხვევაში მიეთითება ავტორის გვარი, სახელის ინიციალი, წერტილი, გამოცემის წელი, ორწერტილი, გვერდი, წერტილი, ილუსტრაციის ნომერი. მაგ.: [ჭაბაშვილი ლ. 2004: 62. ტაბ. II.1] .

2. ორი ან მეტი ავტორის შემთხვევაში გამოიყენება იგივე წესი რაც მონოგრაფიის მითითების შემთხვევაში. მაგ.: 1) [მახარაძე, მურვანიძე 2014: 69. ტაბ. V-VIII] და 2) [მეშველიანი და სხვა 2016: 5. ტაბ. II] .

                                                         დისერტაცია

1. ავტორის გვარი, სახელის ინიციალი, წერტილი გამოცემის წელი, ორწერტილი და გვერდი. მაგ.: [ბერძენიშვილი 2006: 39] .

            შიდატექსტური მითითებისას არაქართულენოვანი

შიდატექსტური მითითებისას არაქართულენოვანი წყარო მხოლოდ პირველად მიეთითება
ქართულად და წილადით - ლათინური ანბანით. მაგალითად:  [ქიფი/ Keefe, 2012: 75].
თუ წყაროს ავტორი არ არის მითითებული, გამოყენებული ლიტერატურის სიაში მისი
ადგილი განისაზღვრება სათაურის პირველი ასოს მიხედვით, თუ მეორედ იყენებთ
იმავე ავტორს [ქიფი, 2012: 65].
თუ გვერდები არ არის, უთითებთ მხოლოდ წელს.

                                                           სხვა

შესაძლებელია ასევე სხვა წყაროების მითითებაც მაგალითად ვებგვერდი, საარქივო მასალები, საგაზეთო სტატია და სხვა.ლინკების მითითების შიდა ციტირების შემთხვევაში უთითებთ სტატიის სათაურს (თუ სათაური არ აქვს, სტატიის პირველ სამ სიტყვას), გამოქვეყნების წელს, მაგ.: ,,სტრესის
მართვა“, 2012).  თუმცა ვებგვერდის შემთხვევაში დაუშვებელია ისეთი წყაროების მითითება როგორიცაა მაგალითად Wikipedia.org და მსგავსი არასამეცნიერო ვებგვერდები.

                          გამოყენებული ლიტერატურა

1. გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი იწყება ახალი გვერდიდან.

2. გამოყენებულ ლიტერატურაში ანბანური თანმიმდევრობით უნდა დასახელდეს ჯერ ქართული, ხოლო შემდეგ ლათინური და რუსული შრიფტებით დაბეჭდილი ლიტერატურა. ბოლოს განთავსდება ვებგვერდები ანბანური თანმიმდევრობით.

3. გამოყენებულ ლიტერატურაში მონოგრაფია (ერთი ავტორის) მიეთითება შემდეგი წესის დაცვით: ავტორის გვარი და სახელის ინიციალი (ბოლდით), წერტილი, გამოცემის წელი, წერტილი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი. მაგ.: ჯაფარიძე ოთ. 1991. საქართველოს არქეოლოგია. თბილისი.

4. იგივე წესით მიეთითება დისერტაცია. თუმცა აქ საჭიროა იმის მითითება რომელი სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად არის ნაშრომი წარდგენილი. მაგ.: ბერძენიშვილი ი. 2006. ქრისტიანობის გავრცელების საკითხი აფხაზეთში არქეოლოგიური მასალების მიხედვით (IV-VIII სს). დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი.

5. გამოყენებულ ლიტერატურაში მონოგრაფია (ორი ან მეტი ავტორის) მიეთითება შემდეგი წესის დაცვით: ავტორების გვარები და სახელის ინიციალები გამოყოფილი წერტილმძიმით (ბოლდით), წერტილი, გამოცემის წელი, წერტილი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი... მაგ.: 1) მენაბდე მ., კიღურაძე თ. 1981. სიონის არქეოლოგიური ძეგლები. თბილისი. ან 2) ვ. სადრაძე, კ. კახიანი, ე. ღლიღვაშვილი, თ. სადრაძე. 2007. მტკვარისა და არაგვის ხერთვისის ენეოლით–ბრინჯაოს ხანის ძეგლები. თბილისი.

6. გამოყენებულ ლიტერატურაში პერიოდიკა (ჟურნალის/კრებულის სტატია) ერთი ავტორის მიეთითება შემდეგი წესის დაცვით: მაგ.: ავტორის გვარი, სახელის ინიციალი, წერტილი, გამოცემის წელი, წერტილი, ნაშრომის სათაური, წერტილი, კრებულის/ჟურნალის დასახელება (დახრილი–Italic) და მისი ნომერი, წერტილი, გვვერდი შემოკლებით (გვ.) და ბოლოს გვერდები. მაგ.: ჭაბაშვილი ლ. 2004. „თეთრი ქვების“ გორასამარხი №4. ძიებანი 13–14. გვ. 62–67.

რეზიუმე

1. რეზიუმე სრულდება ინგლისურ ენაზე და მისი მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 1000 სიმბოლო (ერთი A4 გვერდი) და არაუმეტეს 2000 სიმბოლო. სიმბოლოების დასათვლელად გამოყენეთ შემდეგი ვებგვერდი: https://count-words.com/

2. სიტყვა „რეზიუმე“ მოაქციეთ ცენტრში, შემდეგ დაიწყეთ ტექსტი ორმაგი სივრცული ერთეულის დაშორებით.

3. ეს ნაწილი დაწერეთ ერთ სრულ აბზაცად, აბზაცის ნიშნის გარეშე.

4. ამ სექციის მიზანია, მკითხველს მიაწოდოს მოკლე ინფორმაცია ნამუშევრის შესახებ. იგი უნდა წარმოადგენდეს პრობლემის, მეთოდების, შედეგებისა და მისი ქვეტექსტის დახასიათებას.

5. რეზიუმე უნდა იყოს ზუსტი (არ ჩართოთ რეზიუმეში ის ინფორმაცია, რომელიც არ აღინიშნება ნამუშევარში) და კონკრეტული (დაიწყეთ ეს სექცია ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციით, შეეცადეთ გამოყოთ ოთხი ან ხუთი მნიშვნელოვანი საკითხი თუ კვლევის შედეგი).

6. თავი აარიდეთ წყაროების მითითებას რეზიუმეში.

 

ილუსტრაციები (ტაბულები) და მათი აღწერილობა

1. ილუსტრაციები (ტაბულები) წარმოდგენილი უნდა იქნეს tif ფორმატით. ერთი ტაბულა არანაკლებ 1 MB მოცულობით.

2. ტაბულები ინომრება ზედა მარჯვენა კუთხეში რომული ციფრებით.

3. ტაბულების აღწერილობა სრულდება ცალ–ცალკე ქართულ და ინგლისურ ენებზე.

4. სხვა პუბლიკაციის ილუსტრაციის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს ზუსტი მითითება. მაგ.: ტაბ. IV. სტრატიფიცირების ძირითადი მაგალითები. Eggert M. 2008 -ის მიხედვით. ტაბ. 33.

5. ტექსტში ტაბულის მითითება ხდება ფრჩხილებში. მაგ.: (ტაბ. VII).

სტატიები

განყოფილება ნაგულისხმევი პოლიტიკა

კონფიდენციალურობის განცხადება

ელექტრონული ფოსტის სახელები და მისამართები, რომლებსაც შეიტანთ ამ საიტზე, გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ ჟურნალის საჭიროებისათვის და არ იქნება გამოყენებული სხვა მიზნებისათვის, ან არ გადაეცემა სხვა პირების და ორგანიზაციებს.