რეცენზირების პროცესი

ჟურნალი "არქეოლოგია" ორიენტირებულია აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სამეცნიერო ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვაზე. აღნიშნული მიზნის უზრუნველსაყოფად ჟურნალი იყენებს ორმხრივ ანონიმურ (double-blind) რეცენზირების პროცესს, რომლის ფარგლებში როგორც ავტორების, ისე რეცენზენტების ვინაობა კონფიდენციალურად რჩება, რაც უზრუნველყოფს მიუკერძოებელ შეფასებას. ქვემოთ წარმოდგენილია ავტორებისთვის რეცენზირების პროცესის ძირითადი ეტაპები, რომლებიც ხორციელდება არსებული პლატფორმის მეშვეობით.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია / ავტორიზაცია:

სისტემაში შესასვლელად გამოიყენეთ მენიუში განთავსებული ფუნქცია რეგისტრაცია

რეგისტრაციის პროცესში აუცილებელია მითითებული იყოს:

თქვენი სრული სახელი და გვარი;

ორგანიზაციის სახელწოდება, რომელსაც წარმოადგენთ.

  • თუ მომხმარებლის სახელი და პაროლი დაგავიწყდათ, მათი აღდგენა შესაძლებელია თქვენი ელფოსტის მისამართის საშუალებით.
  • ავტორიზაციის შემდეგ რეცენზირებისთვის გამოგზავნილი ნაშრომი გამოჩნდება გვერდზე “აქტიური ნაშრომები”. შეფასების გვერდზე გადასასვლელად დააწკაპუნეთ სტატიის სათაურზე.

 რეცენზირების ეტაპები

 რეცენზენტებმა ნაშრომი უნდა შეაფასონ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ორიგინალურობა – წარმოადგენს თუ არა ნაშრომი ახალ ცოდნას ან ხედვას
  • მეთოდოლოგია – არის თუ არა კვლევის მეთოდები და დიზაინი შესაბამისი
  • მეცნიერულად დასაბუთებული მნიშვნელობა – რა წვლილი შეაქვს ნაშრომს სოციალური მეცნიერებების განვითარებაში
  • სიცხადე – არის თუ არა ტექსტი ნათლად და აკადემიურად ჩამოყალიბებული
  1. რედაქტორის ინფორმირება და შეფასების პროცესის გააქტიურება
  • რეცენზირების დასაწყებად და მომდევნო ეტაპების გასააქტიურებლად, დააჭირეთ „ვიმუშავებ შეფასება“-ზე ღილაკს.
  • თუ არ გსურთ სტატიის შეფასება, აირჩიეთ „არ ვიმუშავებ შეფასება“-ზე ღილაკი, რის შედეგადაც რედაქტორს ავტომატურად გაეგზავნება შეტყობინება.
  • შეფასების მიღების შემთხვევაში, განაგრძეთ შემდეგი ნაბიჯები
  1. შეფასების მომზადება შეფასების ფორმა:

თუ პირველ ეტაპზე დაეთანხმეთ შეფასებას, შეავსეთ შესაბამისი ფორმა თქვენი კომენტარებითა და რეკომენდაციებით და შეინახეთ იგი.

ალტერნატიული ფორმატი: თუ გსურთ შეფასების წარმოდგენა სხვა ფორმატში (მაგალითად MS Word), შეგიძლიათ ატვირთოთ ფაილი ფუნქციის “ფაილის გაგზავნა” გამოყენებით.

  1. შეფასების შედეგების რედაქტორისთვის გაგზავნა
  • საბოლოო შეფასების გასაგზავნად, მესამე ეტაპზე უნდა შეავსოთ გრაფა ან გადახვიდეთ მეოთხე ეტაპზე და ატვირთოთ ფაილი , რომელიც უნდა მოიცავდეს ასევე თქვენს კომენტარებსა და რეკომენდაციებს. ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის გამოყენების შემდეგ, გააქტიურდება მეხუთე ეტაპის გრაფა.
  • აირჩიეთ შესაბამისი რეკომენდაცია და დააჭირეთ „ რეცენზიის გაგზავნა რედაქტორთან“ ღილაკს. თქვენ მოგივათ დამადასტურებელი შეტყობინება: „ შეფასების შენახვის შემდეგ ცვლილებების შეტანა შეუძლებელია. გსურთ გაგრძელება?“ დადასტურების შემთხვევაში, გაიხსნება ელფოსტის ფანჯარა რომლის მეშვეობითაც უნდა შეატყობინოთ რედაქტორს შეფასების შედეგი.
  • პროცესის დასრულების შემდეგ, შეფასების ანგარიში გამოგიჩნდებათ ეკრანზე.
  1. კონფიდენციალურობა

რეცენზირების პროცესში აუცილებელია სრული კონფიდენციალურობის დაცვა. ავტორებისა და რეცენზენტების ვინაობა ერთმანეთისთვის უცნობია, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიუკერძოებელი შეფასება.

  1. რეცენზირების შემდგომი ეტაპი

თუ ავტორი წარადგენს გადამუშავებულ ვერსიას, შესაძლოა თქვენ კვლავ მოგიწიოთ მისი შეფასება. ამ შემთხვევაში უნდა გადაამოწმოთ, რამდენად სრულად არის გათვალისწინებული თქვენი კომენტარები და რეკომენდაციები. თუ რეცენზენტების შეფასებების საფუძველზე რედაქცია დაამტკიცებს ნაშრომს, იგი მზად იქნება გამოსაქვეყნებლად. სტატიები იბეჭდება შესაბამისი რაოდენობით და იმ თანმიმდევრობით, როგორითაც ისინი მიღებულია. რედაქციის მიერ დამტკიცებული სტატიები, მას შემდეგ რაც დასრულდება რეცენზენტთა შეფასებები, მზად იქნება გამოსაქვეყნებლად.