ეთიკური ნორმები და საგამომცემლო პირობები

საგამომცემლო ეთიკა

საგამომცემლო პროცესი, საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალ „არქეოლოგია“-ში დამყარებულია ინფორმაციის ობიექტურად გავრცელებასა და გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, აღნიშნული პროცედურები ხელს უწყობს კვლევების ხარისხის ამაღლებას. რეცენზირებული ნაშრომები წარმოადგენს სამეცნიერო მეთოდის განმტკიცებისა და პრაქტიკაში დანერგვის მნიშვნელოვან საფუძველს. ამ პროცესში ჩართული ყველა მხარისათვის (ავტორები, მკითხველები და მკვლევრები, გამომცემლობა, რეცენზენტები და რედაქტორები) უმნიშვნელოვანესია ეთიკური ნორმების დაცვა.

საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „არქეოლოგია“ ყველა მხარეს ავალდებულებს დაიცვან შემდეგი ეთიკური პრინციპები და ვალდებულებები, რომლებიც შემუშავებულია  Committee on Publication Ethics (COPE)  წესების საფუძველზე.

ავტორების ეთიკური ვალდებულებები:

ავტორები რომლებიც წარადგენენ თავიანთ ნაშრომებს საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ „არქეოლოგია“-ში, ვალდებულნი არიან დაიცვან, შემდეგი ეთიკური ვალდებულებები:

  • ავტორებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ორიგინალი ნაშრომები სამეცნიერო ჟურნალში. იმ შემთხვევაში თუ ტექსტში გამოყენებული არის სხვა კვლევები, უნდა მოხდეს დაზუსტებული და სრული მითითება, შესაბამისი ციტირებებითა და ბიბლიოგრაფიით.
  • თუ წარდგენილი ნაშრომი შეიცავს სადაო და კონფლიქტურ საკითხებს, ისინი უნდა განიმარტოს დეტალურად.
  • სტატიების განხილვის პროცესში, ავტორ(ებ)ს საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მოუწიოთ დაუმუშავებელი მასალის მიწოდება სარედაქციო საბჭოსათვის.
  • ავტორ(ებ)მა უნდა წარმოადგინონ დამადასტურებელი საბუთი, იმისა რომ მათ აქვთ ნებართვა მონაცემების გაზიარებისა და გამოყენებისა, რომელიც დაკავშირებულია კვლევასთან.
  • ავტორ(ებ)ი ვალდებულნი არიან შეატყობინონ ჟურნალის რედაქტორსა და გამომცემლობას თუ შენიშნავენ შეცდომას თავიანთ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნების პროცესშია ან ახალი გამოქვეყნებულია.
  • ავტორ(ებ)ს არ შეუძლიათ თავიანთი კვლევების ერთდროულად რამდენიმე ჟურნალში წარდგენა. თითოეული წარდგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წინა უკვე დასრულდა. კვლევა რომელიც სხვა ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა არ შეიძლება წარდგენილი იქნეს საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ „არქეოლოგია“-ში.

რედაქტორის ეთიკური ვალდებულებები:

საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნირო ჟურნალ “არქეოლოგია”-ს რედაქტორები ვალდებულები არიან მიჰყვნენ  "COPE Code of Conduct and Best Practice Guidelines for Journal Editors" and "COPE Best Practice Guidelines for Journal Editors"  წესებს და ჟურნალი გამოიცეს ყველასთვის ხელმისაწვდომად Committee on Publication Ethics (COPE) - ის გათვალისწინებით.

ზოგადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

რედაქტორები არიან პასუხისმგებლები საქართველოს უნივერსიტეტის  სამეცნიერო ჟურნალ “არქეოლოგია”-ში გამოქვეყნებულ თითოეულ კვლევაზე. ამ კუთხით, რედაქტორებს აქვთ შემდგომი პასუხისმგებლობები და მოვალეობები:

  • ჟურნალის უწყვეტი განვითარებისათვის მუშაობა.
  • ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პროცედურების მართვა.
  • აკადემიური ხელწერის დაცვა.
  • საჭიროების შემთხვევაში საკითხების კორექტირება ან ახსნა.

ურთიერთობა მკითხველებთან:

რედაქტორებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მკითხველების, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების ცოდნის, უნარებისა და მოლოდინების გათვალისწინებით. რედაქტორები ასევე უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ გამოქვეყნებულ კვლევებში შესული იყოს ლიტერატურა და წარმოადგენდეს ორიგინალ კვლევას. გარდა ამისა, მათ უნდა მიაქციონ ყურადღება მკითხველებისგან, მკვლევარებისა და პრაქტიკოსებისგან მიღებულ უკუკავშირს და უზრუნველყონ განმარტებითი და ინფორმაციული პასუხები.

ურთიერთობა ავტორებთან:

რედაქტორებს აქვთ შემდეგი მოვალეობები და პასუხისმგებლობები ავტორებთან კომუნიკაციისას:

  • რედაქტორებმა უნდა მიიღონ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილებები კვლევების მნიშვნელობის, ორიგინალურობის, სანდოობის, გამართული ფორმულირებისა, რომელიც უნდა იყოს სამეცნიერო ჟურნალის შესაბამისობის მიხედვით.
  • თუ კვლევა აკმაყოფილებს ჟურნალის თემატურ ჩარჩოს დ არ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რედაქტორებმა უნდა დაიწყონ მისი წინასწარი განხილვის პროცესი.
  • რედაქტორებმა არ უნდა უგულებელყონ რეცენზენტების დადებითი რეკომენდაციები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კვლევაში სერიოზული პრობლემებია.
  • ახალმა რედაქტორებმა, თუ კვლევაში არ იკვეთება სერიოზული ხარვეზები, არ უნდა შეცვალონ წინა რედაქტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
  • უნდა გამოქვეყნდეს "Blind Review and Review Process", ხოლო რედაქტორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პროცესი არ იქნეს დარღვეული.
  • ავტორებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს "Author's Guide", რომელიც ამომწურავად უპასუხებს მათ შეკითხვებს და რეგულარულად განახლდება.
  • ავტორებს უნდა მიეწოდოს განმარტებითი და ინფორმაციული უკუკავშირი.

 

ურთიერთობა რეცენზენტებთან:

რედაქტორებს აქვთ შემდეგი მოვალეობები და პასუხისმგებლობები რეცენზენტებთან კომუნიკაციისას:

რედაქტორებმა უნდა:

  • შეარჩიონ რეცენზენტები კვლევის თემატიკის შესაბამისად.
  • უზრუნველყონ რეცენზენტებისთვის საჭირო ინფორმაცია და მითითებები რეცენზირების პროცესში.
  • დააკვირდნენ არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი რეცენზენტებსა და ავტორებს შორის.
  • შეინარჩუნონ რეცენზენტების ანონიმურობა ბრმა რეცენზირების პროცესში.
  • კვლევა უნდა იყოს მიუკერძოებელი, სამეცნიერო და ობიექტური.
  • რეგულარულად შეაფასონ რეცენზენტების მუშაობა ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა შესრულების ხარისხი და დროულობა.
  • მიიღონ საჭირო ზომები, რათა რეცენზენტთა ბაზა მუდმივად განახლდეს.
  • თავიდან აიცილონ უხეში და არასამეცნირო შეფასებები.
  • შეეცადონ, რომ რეცენზენტთა ბაზა მრავალფეროვანი იყოს.

 

ურთიერთობა სარედაქციო საბჭოსთან:

რედაქტორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სარედაქციო საბჭოს წევრები მიჰყვებიან ჟურნალის საგამომცემლო პოლიტიკასა და პრიციპებს, რათა აცნობონ მათ საგამომცემლო წესები და განახლებები. გარდა ამისა, რედაქტორებმა უნდა მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია ახალ წევრებს.

დამატებით, რედაქტორებმა უნდა:

  • უზრუნველყონ, რომ სარედაქციო საბჭოს წევრები განიხილავენ კვლევებს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.
  • შეარჩიონ ახალი წევრები სარედაქციო საბჭოდან, რომელთაც შეეძლებათ ჟურნალში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა და აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია.
  • რეგულარული კომუნიკაცია ჰქონდეთ სარედაქციო საბჭოსთან.
  • გამართონ რეგულარული შეხვედრები სარედაქციო საბჭოსთან საგამომცემლო პოლიტიკისა და ჟურნალის განვითარებისათვის.

ურთიერთობა სარედაქციო საბჭოსთან:

რედაქტორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სარედაქციო საბჭოს წევრები მიჰყვებიან ჟურნალის საგამომცემლო პოლიტიკასა და პრიციპებს, რათა აცნობონ მათ საგამომცემლო წესები და განახლებები. გარდა ამისა, რედაქტორებმა უნდა მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია ახალ წევრებს.

დამატებით, რედაქტორებმა უნდა:

  • უზრუნველყონ, რომ სარედაქციო საბჭოს წევრები განიხილავენ კვლევებს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.
  • შეარჩიონ ახალი წევრები სარედაქციო საბჭოდან, რომელთაც შეეძლებათ ჟურნალში მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა და აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია.
  • რეგულარული კომუნიკაცია ჰქონდეთ სარედაქციო საბჭოსთან.
  • გამართონ რეგულარული შეხვედრები სარედაქციო საბჭოსთან საგამომცემლო პოლიტიკისა და ჟურნალის განვითარებისათვის.

კონსტრუქციული მიდგომა და მზადყოფნა ღია განხილვისთვის

რედაქტორებმა უნდა:

  • ყურადღება მიაქციონ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევების შესახებ დასაბუთებულ კრიტიკას და კონსტრუქციულად მოეკიდონ ასეთ შეფასებებს.
  • მისცენ ავტორ(ებ)ს უფლება გაკრიტიკებულ კვლევაზე პასუხის გაცემისა.
  • არ უგულვებელყონ კვლევები მხოლოდ იმის გამო, რომ მათში ნეგატიური შედეგებია ნაჩვენები.

 

საჩივრები

რედაქტორებმა უნდა განიხილონ ავტორების, რეცენზენტებისა და მკითხველების საჩივრები და უპასუხონ მათ განმარტებითი და ამომწურავი სახით.

 

  პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენის თავიდან აცილება

ჟურნალის მფლობელს, გამომცემელს ან სხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებს არ უნდა შეეძლოთ გავლენა მოახდინონ რედაქტორთა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე.

 

ინტერესთა კონფლიქტი

რედაქტორები აცნობიერებენ იმასაც, რომ რეცენზენტებსა და სხვა რედაქტორებს შორის შესაძლოა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. ამიტომაც ისინი უზრუნველყოფენ რომ კვლევები წარიმართოს დამოუკიდებლად.

 

რეცენზენტების ეთიკური პასუხისმგებლობა:

იმ ფაქტმა, რომ ყველა კვლევა გადის “ბრმა რეცენზირებას” პირდაპირ გავლეენას ახდენს გამოქვეყნების ხარისხზე. ეს პროცესი უზრუნველყოფს კონფედენციალურობას ობიექტური და დამოუკიდებელი შეფასების საშუალებით.

საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ “არქეოლოგია”-ში მიმდინარეობს ორმაგი ბრმა რეცენზირების პროცესი. რეცენზენტები არ უკავშირდებიან ავტორებს პირდაპირ, ხოლო რეცენზიები და კომენტარები გადაეცემა ჟურნალის მართვის სისტემის საშუალებით.

რეცენზენტებმა უნდა:

  • უნდა დათანხმდნენ მხოლოდ იმ კვლევას, რომელი სპეციალობაც აქვთ.
  • შეაფასონ კვლევები მიუკერძოებლად და კონფიდენციალურად.
  • აცნობონ ჟურნალის რედაქტორს, თუ ისინი აღმოაჩენენ ინტერესთა კონფლიქტს კვლევასთან დაკავშირებულს.
  • შეაფასონ კვლევები ობიექტურად და მხოლოდ მისი შინაარსის მიხედვით. უზრუნველყონ, რომ ეროვნება, სქესი, რელიგია და პოლიტიკური შეხედულებები არ ახდენენ გავლენას შეფასებაზე.
  • დროულად და ეთიკური წესების შესაბამისად შეაფასონ ის ნაშრომები, რომლის რეცენზირებაზეც დათანხმდნენ.

 

გამომცემლობის ეთიკური პასუხისმგებლობები:

საქართველოს უნივერსიტეტის საბჭო აცნობიერებს რომ ისინი ვალდებულნი არიან შეასრულონ ქვემოთ ჩამოთვლილი ეთიკური პასუხიმგებლობები და იმოქმედონ შესაბამისად:

  • რედაქტორები არიან პასუხისმგებლები ყველა იმ პროცესზე, რომელიც წარმართული იქნება საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ “არქეოლოგია”-ში.
  • გამომცემლობა იღებს ვალდებულებას, რომ რედაქტორები მიიღებენ დამოუკიდებელ რედაქციულ გადაწყვეტილებებს.

 

არაეთიკური ქცევა

თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე არაეთიკურ აქტს ან შინაარს, საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ “არქეოლოგია”-ში, რომელიც არ არის ზემოთ ჩამოთვლილ ეთიკურ პასუხისმგებლობებში, გთხოვთ აცნობოთ ჟურნალს ელექტრონული ფოსტით: info@iac.ge