ხელმისაწვდომობა

 

კავკასიის სოციაური მეცნიერებების ჟურნალი უზრუნველყოფს ღია წვდომას მის შინაარსზე, რადგან მიიჩნევს, რომ კვლევების თავისუფალი ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ცოდნის გლობალურ გაცვლას. ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებზე არ ვრცელდება ემბარგო, რაც ნიშნავს, რომ ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომია გამოქვეყნებისთანავე.

აღნიშნულ კონტექსტში, კავკასიის სოციალური მეცნიერებების ჟურნალი ეთანხმება ღია წვდომას ბუდაპეშტის ინიციატივის (Budapest Open Access Initiative) დეფინიციას და, შესაბამისი აკადემიური ციტირების, სამეცნიერო ეთიკისა და დადგენილი წესების დაცვით, მხარს უჭერს რეცენზირებული და გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შეუზღუდავ ხელმისაწვდომობას. კერძოდ, შესაძლებელია აღნიშნული მასალების წაკითხვა, ჩამოტვირთვა, ასლის გაკეთება, გავრცელება, ბეჭდვა, სკანირება, სრული ტექტის ბმულებად გამოყენება, ინდექსაცია, მონაცემთა სახით პროგრამულ უზრუნველყოფაში გადაცემა და ნებისმიერი სხვა კანონიერი მიზნებისთვის გამოყენება ფინანსური, სამართლებრივი და ტექნიკური დაბრკოლებების გარეშე.

ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომების ავტორები ინარჩუნებენ საავტორო უფლებებს და მესამე პირებს ანიჭებენ უფლებას, გამოიყენონ, გაამრავლონ და გააზიარონ ნაშრომი Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0) ლიცენზიის შესაბამისად.