თრიალეთის კულტურა - ახალი საკვალიფიკაციო ნაშრომი თრიალეთის კულტურის შესახებ

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

თრიალეთის კულტურა

ანოტაცია

სადოქტორო ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია თრიალეთის კულტურასთან დაკავშირებულ რამდენიმე პრობლემაზე. ნაშრომში მოხდა არსებული ინფორმაციის სისტემატიზება და ანალიზი სხვადასხვა მიმართულებით. შედგენილია არქეოლოგიური ძეგლების კატალოგი, რომელიც მოიცავს სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილ 460 ძეგლს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთიდან. კატალოგში მონაცემები წარმოდგენილია ანბანური თანმიმდევრობით და შეიცავს: მდებარეობას კოორდინატების მითითებით, აბსოლუტურ სიმაღლეს ზღვის დონიდან, აღმოჩენისა და შესწავლის მოკლე მიმოხილვას, ძეგლის აღწერას, აღმოჩენილი მონაპოვრების ნუსხას და ბიბლიოგრაფიას.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2017-06-15

როგორ უნდა ციტირება

ჭაბაშვილი ლ. (2017). თრიალეთის კულტურა - ახალი საკვალიფიკაციო ნაშრომი თრიალეთის კულტურის შესახებ. არქეოლოგია: უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი, (1), 41–47. Retrieved from https://arch.ug.edu.ge/index.php/arch/article/view/5