ფარავნის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2019 წელს ჩატარებული გათხრების შედეგები

ავტორები

  • დავით დარეჯანაშვილი ფარავნის არქეოლოგიური ექსპედიციის თანახელმძღვანელი
  • ნინო პატარიძე ფარავნის არქეოლოგიური პროექტის ხელმძღვანელი
  • მათე ახალაია ფარავნის არქეოლოგიური პროექტის დოკუმენტირება-დაარქივების სისტემის ხელმძღვანელი

ანოტაცია

ამ სტატიაში ვრცლად არის განხილული 2019 წელს ფარავნის ტბის ტერიტორიაზე, სოფელ ახალი ხულგუმოს მიდამოებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიში. ხსენებულ მიდამოებში ექსპედიციის მოწყობა ჩატარება მას შემდეგ
გადაწყდა, რაც 2018 წელს დისტანციური ზონდირების მეთოდით დაზვერვების
შედეგად უამრავი არქეოლოგიური ძეგლი გამოვლინდა. გამოვლენილ ძეგლებიდან შეირჩა ყორღანი, რომელთანაც თითქოს სისტემურად დაწ
ყობილი ქვებისაგან შემდგარი (სარიტუალო) გზა მიდიოდა. ეს სარიტუალო გზა უკეთესად გამოჩნდა აეროგადაღებების შედეგად. გადაწყდა ამ ყორღანის შესწავლა,რადგან სარიტუალო გზები ყორღანებზე აქამდე ცნობილი იყო მხოლოდ დმანისიდან და წალკის ტერიტორიიდან , ფარავნის მიმდებარედ კი სარიტუალო გზის მქონე ყორღანის პირველი დაფიქსირებული შემთხვევა გახლავთ. მიმდინარე არქეოლოგიური სეზონის პირობებში მოხერხდა ხსენებული ყორღანის ნაწილობრივ შესწავლა. ასევე ექსპედიციამ შეძლო სოფელ ხულგუმოში, ერთ-ერთი მოსახლის კუთვნილ სახნავ-სათეს ადგილში, გადარჩენითი არქეოლოგიის მიზნით, ერთი სადაზვერვო თხრილის გაკეთება და შუა საუკუნეების პერიოდის მასალის შეგროვება. ასევე მოხერხდა,
როგორც ეს საპროექტო წინადადებით ჰქონდა გამიზნული, შაორის მთის მიდამოებში დაზვერვების შედეგად გამოვლენილ ნასახლარზე ორი სადაზვერვო თხრილის გაკეთება. მოცემულ სტატიაში ყველა ზემოხსენებული სამუშაოების 2019 წლის შედეგებია
განხილულია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-07

როგორ უნდა ციტირება

დარეჯანაშვილი დ., პატარიძე ნ., & ახალაია მ. (2024). ფარავნის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2019 წელს ჩატარებული გათხრების შედეგები. არქეოლოგია: უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი, (4), 42–77. Retrieved from https://arch.ug.edu.ge/index.php/arch/article/view/45