დამირგაია - კლდის მხატვრობის უცნობი ძეგლი სამხრეთ საქართველოდან

Authors

  • ლევან ლოსაბერიძე საქართველოს ეროვნული მუზეუმი

Abstract

ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1980-1981 წლებში ჩატარებული
სამუშაოების შედეგებზე საუბრისას, ავტორებს ბოლო აბზაცში მოხსენიებული აქვთ
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კასუმლოს მიდამოებში მიკვლეული რამდენიმე
საყურადღებო ძეგლი, მათ შორის შომუ-შულავერის კულტურის ერთი დაუზიანებელი
და ორი მოსწორებული გორა-ნამოსახლარი. ამასთან, ავტორები განსაკუთრებული
ყურადღებით აღნიშნავენ, რომ მათ მიაკვლიეს პირველყოფილი ხელოვნების უნიკა
ლურ ძეგლს ადგილ დამირგაიაზე, სადაც მუქი წითელი ოქრით შესრულებული
კლდის მხატვრობა ფიქსირდება. აღწერის მიხედვით „ნახატები მცირე ზომისაა და
შესრულებულია მეტად სტილიზებულად. ნახატების დიდი ნაწილი წაშლილია, მაგრამ
ზოგიერთი მათგანი საკმაოდ კარგადაა გადარჩენილი, სადაც ჩანს ირმის, თხის, გვე
ლის და სხვა გამოსახულებანი“ [მენაბდე, კიღურაძე. 1986, 27-28].

Downloads

Published

2024-04-03

How to Cite

ლოსაბერიძე ლ. (2024). დამირგაია - კლდის მხატვრობის უცნობი ძეგლი სამხრეთ საქართველოდან. Archaeology: The Scientific Journal of the University of Georgia, (3), 109–119. Retrieved from https://arch.ug.edu.ge/index.php/arch/article/view/37

Issue

Section

Articles