ძვ. წ. VIII – VII სს კოლხეთში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხარისგამოსახულებიანი ფიგურები

ავტორები

  • გვანცა ვაჩაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0005-4680-5263

ანოტაცია

კოლხური კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ძვ. წ. აღ. პირველი ათასწლეულის პირველი მეოთხედი, როდესაც დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იწყება რკინის ფართო ათვისების ხანა. ზღვისპირა ზოლში, კოლხეთის დაბლობსა თუ მთიანეთში - მრავლადაა აღმოჩენილი ამ პერიოდისა და შემდგომი ხანის ნამოსახლარები, სამაროვნები, „მელითონეთა განძები“ თუ რკინის წარმოების ნაშთები. ამათგან, სპეციალური მნიშვნელობის მქონეა ე. წ. კოლხური კოლექტიური სამარხები. აქ მოპოვებულ ასობით არქეოლოგიურ არტეფაქტს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ბრინჯაოს მცირე ზომის ზოომორფული სადგარები, მთლიანადსხმული მრგვალი ქანდაკებები, რომლებიც წარმოდგენილია ხარის, ცხენის, შველის, ცხენზე ამხედრებული ადამიანისა და რამოდენიმე ფანტასტიკური ცხოველის
გამოსახულებით.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-03-03

როგორ უნდა ციტირება

ვაჩაძე გ. (2024). ძვ. წ. VIII – VII სს კოლხეთში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხარისგამოსახულებიანი ფიგურები. არქეოლოგია: უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი, (2), 109–114. Retrieved from https://arch.ug.edu.ge/index.php/arch/article/view/24