არეშის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ადრე შუა საუკუნეების სუფრის კერამიკა

ავტორები

  • ირაკლი სოზიაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომი ეხება 1973–1982 წლებში არეშის ნამოსახლარზე აღმოჩენილი კერამიკული მასალის ნაწილის გამოყოფასა და დათარიღებას, რომელიც ავტორის შეფასებით ადრეულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ნამოსახლარი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე არეშის ზედა წელზე, სოფელ მთისძირის ტერიტორიაზე. სტატიაში წარმოდგენილია 49 ფრაგმენტი, მათ შორის დოქები, ქოთნები და თასები, რომლებიც ფოტოდოკუმენტირებულია. დათარიღება ეფუძნება მორფოლოგიურ ნიშნებს, თიხის შემადგენლობასა და ზედაპირის დამუშავების თავისებურებებს. ასევე წარმოდგენილია პარალელური მასალები, რაც საშუალებას იძლევა ადრეული შუა საუკუნეების კერამიკის ადგილობრივი და რეგიონული კონტექსტის უკეთ გააზრება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-02-20

როგორ უნდა ციტირება

სოზიაშვილი ი. (2024). არეშის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ადრე შუა საუკუნეების სუფრის კერამიკა. არქეოლოგია: უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი, 5(5), 170–196. Retrieved from https://arch.ug.edu.ge/index.php/arch/article/view/94