ფოხორაულების ნამოსახლარი (ისტორიულ-არქეოლოგიური მიმოხილვა)

Authors

  • გიორგი მწყერაძე საქართველოს უნივერსიტეტი

Abstract

წინამდებარე ნაშრომის მიზანია ქ. თელავთან მდებარე ერთი, მეტად საინტერესო,
არქეოლოგიური ძეგლის მიმოხილვა, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი ფარ
თო საზოგადოებისთვის და მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრეს მოეპოვება მას
ზე გარკვეული ინფორმაცია. ამ ძეგლით ჩვენი დაინტერესება განაპირობა იმ გა რე
მოებამ, რომ იქ ჩანს საზოგადოების განვითარების პრაქტიკულად უწყვეტი ჯაჭ ვი,
დაწყებული ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნიდან, შუა საუკუნეების ჩათვლით. ნაშ
რომს, რასაკვირველია ამ ძეგლთან დაკავშირებული ისტორიულ-არქეოლოგიური
სა კითხების სრული, ამომწურავი გაშუქების პრეტენზია ვერ ექნება. ამჟამად ჩვენს ამ
ო ცანას წარმოადგენს სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაციებში გაბნეულ ცნობებზე
დაყ რდნობით წარმოვაჩინოთ ერთიანი სურათი ამ ძეგლისა, რომელიც თავის მხრივ
წარმოდგენას გვიქმნის რეგიონის მატერიალური კულტურისა და საზოგადოების უწ
ყვეტი განვითარების შესახებ.

Downloads

Published

2024-05-07

How to Cite

მწყერაძე გ. (2024). ფოხორაულების ნამოსახლარი (ისტორიულ-არქეოლოგიური მიმოხილვა). Archaeology: The Scientific Journal of The University of Georgia, (4), 24–31. Retrieved from https://arch.ug.edu.ge/index.php/arch/article/view/51

Issue

Section

Articles