შემთხვევით აღმოჩენილი მონეტები უჯარმის მიდამოებიდან
ანოტაცია
2022 წლის 15 სექტემბერს, ქალაქ რუსთავის მკვიდრებმა - ედუარდ და მერაბ კურტანიძეებმა, თელავის ისტორიულ მუზეუმში შეიტანეს „სამონეტო განძი“, რომელიც შემთხვევით აღმოუჩენიათ ისტორიულ ციხე-ქალაქ უჯარმის სიახლოვეს,
მისგან ჩრდილოეთით ორ კმ-ში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. მათივე თქმით, მონეტები მდ. ივრის მარჯვენა შენაკად პატარა ღელის მშრალ კალაპოტში, მცირე მონაკვეთზე იყო გაბნეული. როგორც ჩანს, ღელის ადიდებას მისი ნაპირის ჩამოშლა მოჰყვა, რის შედეგადაც წყალმოვარდნილი კალაპოტის ზედაპირზე აღმოჩნდა მონეტები. აქვე გვინდა მადლობა მოვახსენოთ აღნიშნულ პიროვნებებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის.
მინდა გამოვხატო მადლიერება და პატივისცემა მონეტების შესწავლის ინიციატორის სსიპ თელავის ისტორიული მუზეუმის ფონდის მთავარი შემნახველის ქ-ნი მარინა ოხანაშვილისა და ამავე მუზეუმის დირექტორის ბ-ნი გურამ ურჩუხიშვილის მიმართ. აღსანიშნავია, რომ სამონეტო განძების შემთხვევით აღმოჩენა არც ისე იშვ ათია, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ისინი მუზეუმებში არ შედის. ამ განძებში შემავალი ცალკეული მონეტები ხვდება კერძო კოლექციონერების ხელში. ასეთი სახით არსებულ მონეტას/მონეტებს ბევრად ნაკლები სამეცნიერო ღირებულება აქვს, ვიდრე აღმოჩენის კონტექსტიდან გამომდინარე პირვანდელი სახით შენარჩუნებულ სამონეტო განძს, მათი მოპოვების ადგილისა და გარემოს გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, უჯარმის მიდამოებში აღმოჩენილი „სამონეტო განძის“ მნიშვნელობა ცალსახად დიდია და მას საინტერესო ინფორმაციის მოწოდება შეუძლია.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2026 admin admin

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
In case an article is accepted for publication it is allowed to combine the article with other researches, to conduct a new research on the article or to make different arrangements on condition that the same license is used including the commercial purpose.
As an author of an article published in Archaeology: The Scientific Journal of the University of Georgia you retain the copyright of your article and you are free to reproduce and disseminate your work.


