კაზრეთის ორთავალა მღვიმის არქეოლოგიური ძეგლი

ავტორები

ანოტაცია

ნაშრომი ეხება კაზრეთის ორთვალა მღვიმეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლში. 2018–2023 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური კამპანიების შედეგად ძეგლზე გამოვლენილია სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენები და არტეფაქტები. მღვიმე თავდაპირველად შუა პალეოლითში იყო ათვისებული, რასაც მუსტიერული წვეტანების აღმოჩენა მოწმობს. შემდგომ გამოვლენილია მეზოლითური კულტურის მასალები — ობსიდიანისა და კაჟის იარაღები, საფხეკები, წვეტანები და მიკროლითები. ნეოლითური პერიოდისთვის განეკუთვნება უფრო განვითარებული ობსიდიანისა და კაჟის იარაღები, ხელსაფქვავი ქვები და ხელით ნაძერწი, უხეში კერამიკა. ადრესამიწადმოქმედო კულტურის ნიშნებს წარმოადგენს ფერდობზე აღმოჩენილი მარტივი ფორმის, ხელით ნაძერწი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც არუხლოს, ხრამის დიდი გორის, შულავერისა და შომუთეფეს მასალების ანალოგიურია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-02-20

როგორ უნდა ციტირება

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები