ჟურნალის შესახებ
არქეოლოგია: საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი (ISSN: 2960-9399),წარმოადგენს რეცენზირებულ ჟურნალს, რომელიც აქტიურად გამოიცემა საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, 2017 წლიდან.
ჟურნალი "არქეოლოგია" ფოკუსირებულია არქეოლოგიისა და მომიჯნავე დისციპლინების აქტუალურ საკითხებზე და მიზნად ისახავს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კვლევების გავრცელებას აკადემიურ სივრცეში.
ჟურნალი ყურადღებას უთმობს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში განხორცილებულ კვლევებს, თუმცა გამოცემა ღიაა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისათვის და ხელს უწყობს ინტერდისციპლინური მიდგომების განვითარებას.
ჟურნალი ფოკუსირებულია არქეოლოგიაზე, მათ შორის არქეოლოგიურ კვლევებზე, აღმოჩენებზე, თეორიებსა და მეთოდებზე. მოიცავს როგორც საველე არქელოგიურ კვლევებს, ასევე ლაბორატორიულ ანალიზებსა და თეორიულ განხილვებს.
ჟურნალი „არქეოლოგია“ განკუთვნილი არის როგორც არქეოლოგების, ისტორიკოსების, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის, ასევე არქეოლოგიით დაინტერესებულთათვის.
ჟურნალის მისიაა არქეოლოგიური კვლევების განვითარება, ახალგაზრდა მეცნიერთა და მკვლევართა მხარდაჭერა, ინოვაციური მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება. იგი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ერთიანდება ახალი მონაცემები, ანალიზები და თეორიული დისკუსიები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც რეგიონული ისე გლობალური არქეოლოგიური კვლევების პროგრესს.


